ახალი ამბები
"ლექსოსთვის'' - პერფორმანსი ქუთაისის მერიაში
FaceBook
ქუთაისის მერიის თეთრს დარბაზში ჟურნალისტებმა აქცია პერფორმანსი მოაწყვეს.
პერფორმანსი  "ლექსოსთვის''  მემორანდუმის ხელმოწერის ფონზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა  ქალაქის მერი  და იუსტიციიის  მინისტრი მემორანდუმის გასაფორმებლად არ მივიდნენ.  

,,ფორმულას'' ჟურნალისტი ეკა ფხაკაძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრმა და ქალაქის მერმა თავი აარიდეს დისკომფორტს.

,,დღეს აქ, ქუთაისის მერიის თეთრ დარბაზში იუსტიციის მინისტრს უნდა მოეწერა ხელი მემორანდუმისთვის, ბოლო მომენტში შეცვალა დღის წესრიგი, რადგან მიხვდა, რომ ჩვენ მას აქ დისკომფორტს შევუქმნიდით'', - ამბობს ჟურნალისტი ეკა ფხაკაძე.

ჟურნალისტებმა ქუთაისის მერიის შენობიდან მოითხოვეს ყველა დამნაშავის დასჯა, ასევე პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადადგომა.

მერიის პრესსამსახურს არ განუმარტავს თუ  რატომ არ მივიდნენ მემორანდუმის გასაფორმებლად მხარეები. მხოლოდ ის განმარტეს, რომ დოკუმენტს ხელი მოგვიანებით მოეწერება და  ინფორმაციას კი თავად გაავრცელებენ. 

Print