ახალი ამბები
"ტვ პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ
FaceBook
"ტვ პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავას დღეს, 13 ივლისს დაკრძალავენ.

გამოსვენება 15 საათზე, იოსელიანის ქ. #37.

"ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ჰომოფობიურმა ჯგუფებმა "სირცხვილიას" ოფისთან სცემეს,  გარდაცვლილი დედამ 11 ივლისს, გამთენიისას საკუთარ ბინაში იპოვა. 

ოჯახი ვარაუდობს, რომ შესაძლოა გარდაცვალების მიზეზი თრომბოემბოლია გამხდარიყო.

ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები, დაახლოებით 20 პირი ფიზიკურად გაუსწორდა. მას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა.

ოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და "ტვ პირველის" ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ორი პირი, თორნიკე დავლაშერიძემ და აკაკი ნაკაშიძე. მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

პროკურატურის ცნობით, ისინი ხელებით და ფეხებით, ასევე ბლაგვი საგნებით გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს და ამ გზით შეუშალეს ხელი, შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა.


Print