ახალი ამბები
"რატომ გვჟლიტავდით?!“- ჟურნალისტებს და მედია მენეჯერებს პარლამენტში არ უშვებენ
FaceBook
ჟურნალისტებს, მედია მენჯერებს და დეპუტატების ნაწილს პარლამენტტის შენობაში არ უშვებენ.

ჟურნალისტები და მედია მენჯერები აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის დეპუტატებთან კითხვები აქვთ 5 ივლისის მოვლენებთან დაკაშირებით. თუმცა მათ ამის საშუალება არ ეძლევათ.

„გვინდა ჩავხედოთ თვალებში, რომ  გვიპასუხონ რატომ გვჟლიტავდნენ 5 ივლისს?!
“ - ამბობს „ტვ პირველის“გენერალური დირექტორი ვატო წერეთელი.

პარლამენტის შენობასთან  პოლიციელების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

პარლამენტის ოფიციალური განცხადებით საშვთა ბიურო არ ფუნქციონირებს, შესაბამისად  საშვები არ გაიცემა.

თუმცა ამ მიზეზს ხელოვნურს  და მოგონილს უწოდებენ. 

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა რაც 11 ივლისს , გამთენიისას „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ.

თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.





Print