ახალი ამბები
"გადადგეს მკვლელების მფარველი ღარიბაშვილი" - პროტესტი ქუთაისში
FaceBook
"ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ქუთაისში მდუმარე აქციით გამოეხმაურნენ.
"გადადგეს მკვლელების მფარველი ირაკლი ღარიბაშივილი" -  ამ სლოგანით და მდუმარე აქციით გამოეხმაურნენ   ოპერატორის  გარდაცვალების
ფაქტს.



"ის მოკლეს მოძალადე ჯგუფებმა, რომლებიც შეკრიბეს სამღვდელოების წევრებმა და ხელი დააფარეს მთავრობის წარმომადგენლებმა. ეს მათი უპატიებელი დანაშაულია, რომელიც ამხელს სისტემას და მოგვიწოდებს სასწრაფო ცვლილებების აუცილებლობას. მოვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას; მოვითხოვთ ყველა იმ მოძალადის დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას, რომლებიც 5-6 ივლისს თავს ესხმოდნენ ადამიანებს ასევე, მოვითხოვთ ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაში მიცემას", -  განაცხადეს ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე შეკრებილებმა. 

აქციაზე შეკრებილები არიან მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.

"ტვ პირველის" ოპერატორი 5 ივლისის აქციაზე "სირცხვილიას" ოფისზე თავდასხმისას სასტიკად სცემეს, მას თვალი  ჰქონდა  დაზიანებული. დღეს კი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
Print