ახალი ამბები
"ტვ პირველის" ოპერატორი, რომელსაც 5 ივლისს სცემეს, გარდაიცვალა
FaceBook
"ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ჰომოფობიურმა ჯგუფებმა "სირცხვილიას" ოფისთან სცემეს, გარდაიცვალა.
გარდაცვლილი დედამ 11 ივლისს, გამთენიისას საკუთარ ბინაში იპოვა. ამ წუთებში მის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რომელმაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უნდა დაადგინოს. ოჯახი ვარაუდობს, რომ შესაძლოა გარდაცვალების მიზეზი თრომბოემბოლია გამხდარიყო.

ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები, დაახლოებით 20 პირი ფიზიკურად გაუსწორდა. მას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა.

ოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და "ტვ პირველის" ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ორი პირი, თორნიკე დავლაშერიძემ და აკაკი ნაკაშიძე. მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

პროკურატურის ცნობით, ისინი ხელებით და ფეხებით, ასევე ბლაგვი საგნებით გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს და ამ გზით შეუშალეს ხელი, შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა.
Print