ახალი ამბები
გიორგი გახარიამ ქუთაისში პარტიული ოფისი გახსნა
FaceBook
გიორგი გახარიამ ქუთაისში პარტიის "საქართველოსთვის" პირველი ოფისი გახსნა.

მოძრაობის ლიდერი ოფისის გახსნას დაესწრო. მან მხარდამჭერებს პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნო და საარჩევნო გეგმებზე ისაუბრა.

გახარიამ აქცენტი გააკეთა ქუთაისის როლსა და განვითარებაზე. მისი თქმით, ყველა დაპირება გაცემულია და ახლა მოქმედების დროა.

ყოფილმა პრემიერმა პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი პარტია ახალგაზრდებისთვის ღიაა.

მან მხარდამჭერებს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეც წარუდგინა. იმერეთში გახარიას პარტიას  გიორგი გოგუაძე უხელმძღვანელებს.
Print