ახალი ამბები
მთავრობის გადაწყვეტილებით ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს
FaceBook
10 ივლისს საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონია გაიმართა.

ცერემონიაზე გაჟღერდა მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს: აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  განაცხადა.

იმერეთიდან ტოკიოს ოლიმპიადაზე 6 სპორტსმენი იასპარეზებს.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის 11 სახეობაში საქართველოდან 35 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 23 ივლისს იწყება და 8 აგვისტოს სრულდება. პანდემიის გამო თამაშები გულშემატკივართა დასწრების გარეშე ჩაივლის.
პარალიმპიური თაამშები 24 აგვისტოს დაიწყება და 5 სექტემბერს დასრულდება.
Print
თეგები: #ტოკიო 2020