ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში რევაზ ლაღიძის საიუბილეო საღამო გაიმართება
FaceBook
15 ივლისს ქუთაისის ცენტრალური ბულვარი კლასიკური მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს.

ღია სივრცეში რევაზ ლაღიძის მუსიკას დაუკრავენ.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების სასულე ორკესტრი.

ასევე  ა ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სკოლისა და ზ. ანჯაფარიძის სახელობის მესამე სამუსიკო სკოლის წარმომადმენლები.

დასაწყისი: 19:00 სთ.

დიდი ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი რევაზ ლაღიძე წელს 100 წლის გახდებოდა.
Print