ახალი ამბები
"ქუჩის ფოტოგრაფია და გადამწყვეტი წამი " -საჯარო ლექცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, არასამთავრობო ორგანიზაცია "ნეოფილების კლუბის " ორგანიზებით ფოტოგრაფ გიორგი ბეჟანიშვილის საჯარო ლექცია სახელწოდებით "ქუჩის ფოტოგრაფია და გადამწყვეტი წამი " ჩატარდა.
საჯარო ლექციის ძირითადი თემა ფოტოგრაფია და ქუჩის ფოტოგრაფიის ისტორია გახლდათ.

"ქუჩის ფოტოგრაფია საკმაოდ აქტუალური ჟანრია ფოტოგრაფიაში. ამიტომ გადავწყვიტე მესაუბრა ქუჩის ფოტოგრაფებზე, განვიხილე სხვადასხვა ფოტოები და მსმენელებს გავაცანი რამდენიმე გამორჩეული ფოტოგრაფი. მომავალშიც მაქვს სურვილი ჩამოვიდე ქუთაისში და ჩავატარო 3 თვიანი ფოტოგრაფიის კურსები, სადაც ნებისმიერი მსურველი შეისწავლის ფოტოგრაფიას, არამხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულად."-ამბობს ფოტოგრაფი გიორგი ბეჟანიშვილი.

საჯარო ლექციის ორგანიზატორის თქმით, ლექციის მთავარი მიზანი ფოტოგრაფიით დაინტერესებული ადამინების მეტი ინფორმირებულობა არის.

"ფოტოგარფიით დაინტერესებულ ადამინებს შესააძლებლობა აქვთ გაიგონ უფრო მეტი ქუჩის ფოტოგრაფის შესახებ, მიიღონ რჩევები მოწვეული ფოტოგრაფისგან , რომლებსაც პრაქტიკაში გამოიყენებენ," - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ნეოფილების კლუბის" დამფუძნებელი მაკა კაჭკაჭიშვილი.


Print