ახალი ამბები
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 113 895 ადამიანი
FaceBook
9 ივლისის მონაცემებით საქართველოში ჯამურად ჩატარდა 289 399 აცრა.

სრულად ვაქცინირებულია 113 895 ადამიანი.

დღიურად აცრილია - 6488.


საქართველოში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, "ფაიზერით" კი 30 მარტიდან.

3 აპრილს ქვეყანამ "სინოფარმის" ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, "სინოვაკით" იმუნიზაცია კი - 24 მაისიდან.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522. 

Print
თეგები: #9 ივლისი #აცრა