ახალი ამბები
ქუთაისში ,,სირცხვილიას'' ოფისი დაარბიეს
FaceBook
ქუთაისში მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისი დაარბიეს.
ოფისში ჩამსხვრეულია მინები. 

შემთხვევისას ადგილზე არავინ იმყოფებოდა.

ორგანიზაციის წევრები ვარაუდობენ, რომ მინა მიზანმიმართულად ჩაამსხვრიეს, რაც მათივე თქმით, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
Print