ახალი ამბები
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა  ლიტერატურულ კონკურსს  აცხადებს.

კონკურსის სახელწოდებაა ,,ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2021".

კონკურსის დამფუძნებლების განმარტებით კონკურსის მიზანი: ნიჭიერ ავტორთა გამოვლენა, ლიტერატურული პროცესების გააქტიურება, ქუთაისის კულტურულ - ლიტერატურული ტრადიციების შენარჩუნება - განახლებაა.

კონკურსის თემატიკა თავისუფალია. და კონკურსანტთა ასაკი შეუზღუდავი.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე დაწერილი ორიგინალური, ბეჭდვით გამოცემებსა და ინტერნეტ სივრცეში გამოუქვეყნებელი ერთი პოეტური ნაწარმოები (ლექსი, პოემა). ფორმატი შეზღუდული არ არის.

საკონკურსო ნამუშევრების მიღება შეწყდება 18 ნოემბერს, ხოლო გამარჯვებულთა გამოვლენა - დაჯილდოება გაიმართება 18 დეკემბერს.
გამარჯვებულთათვის დაწესებულია ფულადი პრიზები:

I ადგილი - 250 ლარი;
II ადგილი - 150 ლარი;
III ადგილი - 100 ლარი;

ნომინაცია ,,ბიბლიოთეკის რჩეული" – 50 ლარი.

ფულადი პრიზის გარდა I ადგილის მფლობელი გახდება "ჭადრის ოქროსფერი ფოთლის" ლაურეატი და დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით, II და III ადგილების მფლობელებს გადაეცემათ დიპლომები.

საუკეთესო პოეტური ნაწარმოებები დაიბეჭდება ჟურნალ "განთიადში".

კონკურსში მონაწილეებმა ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

Print