ახალი ამბები
„მოსეს რჯულში ნათქვამია: ურჩი შვილი გაიყვანე გარეთ და ჩაქოლეთო“- მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი
FaceBook
ქუთათელ - გაენათელი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი საკუთარ ქადაგებაში ბავშვთა უფლებების საკითხს ეხება და აღნიშნავს, რომ "ასეთი არსად არ ყოფილა".

"აბა, ახლა გაბედე, არ შეუსრულო თხოვანა და დატუქსო ბავშვი. უყვირო, კუთხეში დააყენო. დარეკავს პოლიციაში: დედა ჩემს უფლებებს ლახავს. მამა მე მიყვირის. მოდის პოლიცია აფრთხილებს. კიდევ ერთი ზარი გამოვა და ბავშვს წაგართმევთ თქვენ. ასეთი არსად არ ყოფილა" (სტილი დაცულია).

მიტოპოლიტი ბავშვთა უფლებების საკითხს მოსეს რჯულიდან ამონარიდს უპირისპირებს. 

მოსეს სჯულში პირდაპირ არის ნათქვამი ურჩი შვილი, რომელიც არ უსმენს თავის მშობელს და არც არავის არ უსმენსო, გაიყვანე გარეთ და ჩაქოლეთო"(სტილი დაცულია).

ქადაგების ამსახველ ვიდეოს "ფორმულა" ავრცელებს.

Print