ახალი ამბები
რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა
FaceBook
რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხევი-უბისას მონაკვეთზე ჩამოსული მიწის მასისგან გზა გაწმენდილია და საავტომობილო მიმოსვლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბეტონის ბლოკებისგან გზის დამცავი კედელია მოწყობილი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევთან მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო რიკოთის საუღელტეხილო გზა გუშინ დილიდან ჩაკეტილი იყო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებსა და მგზავრებს აფრთხილებას, რომ რიკოთის გვირაბში, ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 12,13,14,15 და 16 ივლისს 00:00-დან 08:00 საათამდე, ყოველ დღე აკრძალული იქნება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში გვირაბში მოძრაობა თავისუფალია იქნება. საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
Print