ახალი ამბები
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
FaceBook
დღეს, თბილისის დროით 10:26 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კმ-ში, სოფელ სამებასთან მოხდა 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ამავე ლოკაციაზე ბიძგები ბოლო რამდენიმე დღეა იგრძნობა.

გუშინ, 7 ივლისს დაფიქსირდა 3.1 (ML) და 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა, ხოლო 6 ივლისს – 4 (ML) მაგნიტუდის სიდიდის.
Print
თეგები: #მიწისძვრა