ახალი ამბები
TOP-10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი კრიპტო-ბანკომატია
FaceBook
ანალიტიკური პლატფორმა Statista იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, სადაც ყველაზე კარგად არის განვითარებული კრიპტოვალუტებისთვის განკუთვნილი ბანკომატების ქსელი, რომლის მეშვეობითაც ხალხს შეუძლია ნაღდი ფულით შეიძინოს ისეთი კრიპტოვალუტები, როგორიც არის Bitcoin-ი, Dogecoin-ი და სხვა.

ანალიტიკური პლატფორმა Crypto Head-ის კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ კრიპტოვალუტებისთვის განკუთვნილი ბანკომატების ყველაზე ფართო ქსელი აშშ-ს აქვს, სადაც 2021 წელის ბოლო მონაცემებით, 17,436 კრიპტო-ბანკომატია. აშშ ჩამონათვალში პირველ ადგილს იკავებს.

მეორე ქვეყანა, რომელიც კრიპტო-ბანკომატების სიმრავლით გამოირჩევა კანადაა, სადაც 1,464 კრიპტო-ბანკომატია განთავსებული. მესამე ადგილზე კი დიდი ბრიტანეთია, ქვეყანაში ჯამში 200 კრიპტო-ბანკომატია.

TOP-10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი კრიპტო-ბანკომატია:

1. აშშ - 17,436 კრიპტო-ბანკომატი

2. კანადა - 1,464 კრიპტო-ბანკომატი

3. დიდი ბრიტანეთი - 200 კრიპტო-ბანკომატი

4. ავსტრია - 157 კრიპტო-ბანკომატი

5. ესპანეთი - 138 კრიპტო-ბანკომატი

6. ჰონგ-კონგი - 124 კრიპტო-ბანკომატი

7. პოლონეთი - 112 კრიპტო-ბანკომატი

8. შვეიცარია - 111 კრიპტო-ბანკომატი

9. რუმინეთი - 86 კრიპტო-ბანკომატი

10. ჩეხეთი - 68 კრიპტო-ბანკომატი

წყარო: bm.ge
Print