ახალი ამბები
შსს-მ სისხლის სამართლის მუხლით სამი, ხოლო ადმინისტრაციული წესით რვა პირი დააკავა 
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრომ  5 ივლისს განვითარებული მოვლენებისას, მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ფაქტზე 11 პირი დააკავა.
დაკავებულებიდან სამის მიმართ საქმე სისისხლის სამართლის მუხლით არის აღძრული, 8 პირი და ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.



„შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 3 პირი: წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული ზ.ჭ., და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ტელეკომპანია რუსთავის 2-ის, მთავარი არხის, გამოცემა - ტაბულას და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება.

ასევე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.

ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.


5 ივლისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები  ჟურნალისტებს და ოპერატორებს  ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებულია მედიის  53 წარმომადგენელი. მათ ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 


Print