ახალი ამბები
იდეის განსახორციელებლად "ლიბანდაკი" საკუთარ რესურსს გთავაზობთ
FaceBook
ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული იდეა და სურთ ამ იდეის რეალიზება, არასამთავრობო ორგანიზცია "ლიბანდაკი" საკუთარ რესურსს სთავაზობს.

"პლატფორმა არის დამყარებული იმაზე, რომ ადამიანებმა გაცვალონ რესურსები და ერთად შეძლონ იმაზე მეტი, ვიდრე დამოუკიდებლად" - აცხადებს ახალგაზრდული პლატფორმა "ლიბანდაკის" პრესისა და მარკეტინგის მენეჯერი, რამაზ გეთიაშვილი.

"ლიბანდაკის" მიმდინარე პროექტების პრეზენტაცია დღეს
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  გაიმართა. ორგანიზაცია ქუთაისის გარდა ფუნქციონირებს 6 ძირითად ქალაქში: თბილისში, ზუგდიდში, გორში, თელავში, ბათუმსა და რუსთავში და აერთიანებს ლიბერალური ღირებულებების მქონე ადამიანებს.

"ლიბანდაკი" თავის თავში აერთიანებს 3 ძირითად ორგანიზაციას, როგორიცაა თავისუფალი დებატების ლიგა, IHUB -ი და "საქართველოს ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ასოციაცია".

"ლიბანდაკი სთავაზობს პლატფორმის წევრებს არამატერიალურსა და მატერიალურს რესურსებს. ასევე, ჩვენს პლატფორმაზე საქმიანობის ჩამონათვალი შეუზღუდავია, ეს შეიძლება იყოს არაკომერციული, კომერციული, საგანმანათლებლო, სამეწარმეო, ინოვაციური, ტექნოლოგიური და სხვა სახის საქმიანობა" -აცხადებს "ლიბანდაკის" ქუთაისის ფილიალის გამგეობის წევრი, აკაკი საღინაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ლიბანდაკი" ქუთაისის მასშტაბით უკვე 3 კვირაა რაც გამოჩნდა. დღევანდელი შეხვედრის შემდგ მსურველებს შეუძლიათ გახდნენ ორგანიზაციის წევრები და ჩაერთონ ორგანიზაციის მიმდინარე პროექტებში.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, "ლიბანდაკი-ს" ფინანსური რესურსების წყაროა საერთაშრისო ფონდები და ორგანიზაციები, კერძო ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა ნებისმიერი კერძო პირები, რომლებიც იზიარებენ ორგანიზაციის ღირებულებებსა და მიზნებს.

Print