ახალი ამბები
"თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე ქუთაისის მიტროპოლიტიც იმყოფება
FaceBook
თბილისში, სადაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები "ღირსების მარშს" აპროტესტებენ, ქუთაისის ეპარქიის წინამძღოლი, მეუფე იოანეც იმყოფება.
მიტროპოლიტთან ერთად აქციაზე ეპარქიის რამდენიმე სასულიერო პირიც არის.

ეპარქიის ადგილობრივი მღვდლის მატათა (ქარქაშაძის) თქმით, მეუფე ქაშუეთის ეკლესიაში სამშვიდობო პარაკლისს შუერთდება.

"მეუფე ერთი კვირაა თბილისშია. როგორც ვიცი, ქაშუეთის ეკლესიაში სამშვიდობო პარაკლისი უნდა გადაიხადონ და ალბათ, მეუფე თანამონაწილე იქნება ამ პროცესის", - ამბობს ქუთაისის  მოძღვარი მატათა ქარქაშაძე.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართ. ნაცემია რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენელი.

დღეს, 5 ივლისს "თბილისი პრაიდიის" ორგანიზებით, "ღირსების მარშის" გამართვაა დაგეგმილი. მარშის დაწყებამდე, რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს მარშის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

Print