ახალი ამბები
რიონის ხეობის მცველები "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციას შეუერთდებიან
FaceBook
რიონის ხეობის მცველები  "თბილისი პრაიდის'' წინააღმდეგ აქციაზე მიდიან.

ამის შესახებ ინფორმაცია ,,ქუთაისიპოსტს''  მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა მარიტა მუსელინმა დაუდასტურა.

მარიტა მუსელიანის თქმით, ისინი თბილისში საპატრიარქოს მოწოდების გამო მიდიან.

"ჩვენი ადგილი ძალადობრივი ჯგუფების გვერდით არ არის. ჩვენ, საპატრიარქოს მოწოდების მიხედვით, მივდივართ აბსოლუტურად მშვიდობიან აქციაზე. არასოდეს ვყოფილვართ ძალადობრივი ჯგუფების გვერდით და არცერთი ძალდობრივი ჯგუფის მოწოდებაზე არსად არ გაგვივლია. ჩვენ, როგორც მართლმადიდებელი მრევლი და ხალხი, რომელსაც აქვს პრაიდთან დაკაშირებით გამოხატული წერილობითი პოზიცია, მივდივართ ამ პოზიციის დასადასტურებლად", - განმარტავს მარიტა მუსელიანი.

მისი თქმით, თბილისში მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის'' სხვა ლიდერებიც მიდიან და დღის ბოლომდე გაჩერდებიან.

,,თბილისი პრაიდი'' დღეს დილით უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ლიდერებმა აქცია 18:00 საათზე გადაწიეს. მათ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები არიან შეკრებილები.


Print