ახალი ამბები
"რამდენიმე კვირაში გადაწყდება ეს საკითხი" - ქუთაისის მერია "ტორპედოს" კრიზისზე
FaceBook
ქუთაისის მერია "ტორპედოში" კრიზისის გადასაჭრელად კიდევ რამდენიმე კვირას ითხოვს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ ახალ ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, ვინ არის დაინტერესებული კლუბის შეძენით, ამაზე არ საუბრობენ.

"ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალ ინვესტორთან. რამდენიმე კვირაში გადაწყდება ეს საკითხი. სხვა დეტალზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ", - აცხადებენ მერიაში.

ქუთაისის "ტორპედო" იტალიელი ინვესტორის წასვლის შემდეგ კვლავ ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა. ფაბიო მანინომ კლუბი ისე დატოვა, რომ ფეხბურთელებს ხელფასი არ გადაუხადა. გუნდი პროტესტის ნიშნად თამაშზე უარს აცხადებს და კლუბის დატოვებას აპირებს. "ტორპედოში" შექმნილ პრობლემებზე ფეხბურთელებმა და  მთავარმა მწვრთნელმა ღიად ისაუბრეს და თქვეს, რომ თუ ინვესტორის საკითხი დროულად არ გადაწყდება, გუნდი დაიშლება.

რაც შეეხება ინვესტორებს, ამაზე მთავარი მომლაპარაკებელი - ეკონომიკის სამინისტროც დუმს, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია ორ სავარაუდო კანდიდატზე, რომლებსაც კლუბის შეძენა სურთ. ესენი არიან "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" პრეზიდენტი აიეტ კუკავა და ბიზნესმენი დავით კერესელიძე. 

ფინანსური კრიზისის გამო, კლუბი დაშლის საფრთხის წინაშე რამდენჯერმე აღმოჩნდა.

ამავე თემაზე:


"ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად კახა ჩხეტიანი დაინიშნა

იტალიელები "ტორპედოს" ტოვებენ, ქუთაისის მერია ახალ ინვესტორს ეძებს


Print
თეგები: #ტორპედო