ახალი ამბები
"თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
FaceBook
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, დაპირისპირებაა.
აქციის მონაწილეები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართ.

ფიზიკური შეურაცხყოფა რამდენიმე ტელეკომპანიის წარმომადგენეს მიაყენეს.

დაშავებულია რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენელი, მათ შორის ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ოპერატორი. ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს  „ფორმულას“, „ტაბულას“, „რუსთავი 2 -ის“ ჟურნალისტებს.

პოლიცია ცდილობს ჟურნალისტები და ოპერატორები ტერიტორიიდან განარიდონ.




Print