ახალი ამბები
ტყიბულში გაფიცული მეშახტეების პროტესტი გრძელდება
FaceBook
ტყიბულში მეშახტეთა ნაწილის პროტესტი გრძელდება.
გაფიცულები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, მეორე დღეა მინდელის შახტთან არიან შეკრებილი. ისინი არ ეთანხნებიან კომპანია "საქნახშირის" შეთავაზებას საბონუსე სისტემასთან დაკავშირებით.

დღეს კომპანიასა და მეშახტეებს შორის მეორე შეხვედრაა დაგეგმილი. მხარეები საკუთარ შეთავაზებებს გააჟღერებენ. პროფკავშირების თქმით, შესაძლოა, მოლაპარაკება დადებითი შედეგით დასრულდეს.

ტყიბულელი მეშახტეების ხელფასი 450-500 ლარს შეადგენს.

მეშახტეები ბოლოს, მიმდინარე წლის  თებერვალში გაიფიცნენ. ცხრა მუშა პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდიოდა. ისინი ხლეფასების მომატებას ითხოვდნენ. კომპანიასა და მეშახტეებს შორის მოლაპარაკება სწორედ ამის შემდეგ დაიწყო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, შახტებში დასაქმებულები მედიაციით უკმაყოფილო არიან.

ამავე თემაზე:

"ის ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ სამუშაოს შესრულებაზე, არღვევენ უსაფრთხოების წესებს" - "საქნახშირი"


Print