ახალი ამბები
„სინოფარმზე“ რეგისტრაცია დღეს იწყება
FaceBook
მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში "სინოფარმის" ვაქცინით დაიწყება, რასაც რამდენიმე დღეში "სინოვაკით" ვაქცინაცია დაემატება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, ,,სინოფარმზე'' რეგისტრაცია დღეს დაიწყება. მისივე განმარტებით, ყველა დოზა დაავადებათა კონტროლის ცენტრის შესაბამის ცივი ჯაჭვის საწყობშია.

''ორშაბათს, დილისთვის ყველა მუნიციპალიტეტს და ყველა ამცრელ დაწესებულებას ექნება ვაქცინების შესაბამისი დოზები. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს დისტრიბუცია მოხდება ცენტრალური, დაავადებათა კონტროლის ცენტრის საწყობიდან. კვირას, დღის მეორე ნახევარში, დღის ბოლომდე ყველა ამცრელი დაწესებულება მზად იქნება, რომ დაიწყოს აცრები.ვიწყებთ "სინოფარმით". 3 ივლისს გაიხსნება რეგისტრაცია "სინოფარმზე". მომავალი ორი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით როგორი იქნება მოქალაქეთა აქტივობა ჯავშნებთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის შემდგომ, დაემატება და გაფართოვდება შესაბამისად "სინოვაკით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

"სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინების მილიონი დოზა უკვე საქართველოშია და 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია იწყება.

საქართველოში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო, "ფაიზერით" კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ "სინოფარმის" ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, "სინოვაკით" იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.
Print