ახალი ამბები
ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ
FaceBook
ტყიბულში ისევ პროტესტია.


400-მდე მეშახტე ხელფასის მომატების მოთხოვნით გაიფიცა. გაფიცულები დილიდან უარს ამბობენ მუშაობაზე.

როგორც მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირში აცხადებენ, მეშახტეებმა გაფიცვის გადაწყვეტილება წარუმატებელი მედიაციის შემდეგ მიიღეს.

"მათი ხელფასი არც შესრულებული სამუშაოს ადეკვატურია და არც პროდუქტებზე დღეს არსებული ფასების შესაბამისი. მოითხოვენ ანაზღაურების გაზრდას. ჯერჯერობით, რაოდენობა, რამდენით უნდა მოიმატოს მათმა ხელფასმა, დასახელებული არ აქვთ",  - განაცხადა პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელმა, თამაზ დოლაბერიძემ.

ტყიბულელი მეშახტეების ხელფასი 450-500 ლარს შეადგენს.

მეშახტეები ბოლოს თებერვალში გაიფიცნენ.  ცხრა მუშა პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდიოდა.  ისინი ხლეფასების მომატებას ითხოვდნენ. კომპანიასა და მეშახტეებს შორის მოლაპარაკება სწორედ ამის შემდეგ დაიწყო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, შახტებში დასაქმებულები მედიაციით უკმაყოფილო არიან.
Print