ახალი ამბები
გოგი წულაია,,ახალი ქრისტიან-დემოკრატების'' თანათავმჯდომარედ აირჩიეს
FaceBook
პოლიტიკოსი გოგი წულაია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ  ხუთთვიანი პატიმრობის შემდეგ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა ახალი პოლიტიკური პარტიის თანათავმჯდომარედ აირჩიეს.

გოგი წულაიას თქმით, პარტია ,,ახალი ქრისტიან-დემოკრატები'' მთელს საქართველოს მოიცავს და სამომავლოდ  არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

"მეგობრები იყვნენ პარტიის წევრები, ჯერ კიდევ საკანში ყოფნის დროს ამირჩიეს პარტიის თანათავმჯდომარედ, ამ პარტიის სახელით მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას და იმედი გვაქვს გამარჯვების'', -  განმარტავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია.

გოგი წულაიამ საკნაში სამი თვე გაატარა, დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე პოლიტიკოსმა პარტია "თავისუფალი საქართველო'' დატოვა. 

მის მიმართ გამოძიება 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. 

დაკავებული ბრალდებას არ ეთანხმება და მომხდარს ბერა ივანიშვილისა და პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის იმ აუდიოჩანაწერებს უკავშირებს, სადაც ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს იმ არასრულწლოვნების დასჯას სთხოვს, რომლებმაც მას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ გოგი წულაიამ ბერა ივანიშვილს საჯაროდ აგინა. რამდენიმე დღის შემდეგ კი იგი დააკავეს.

ამავე თემაზე:

"კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება" - გოგი წულაია შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს

გოგი წულაიას მიმართ ახალი საქმის წარმოება დაიწყო


გოგი წულაია საავადმყოფოშია გადაყვანილი



Print