ახალი ამბები
ზესტაფონში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს
FaceBook
ზესტაფონში 30 ივნისს მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის საქმეზე დაკავებულ სამ პირს, ბრალი დღეს წარუდგინეს.
დაკავებულებს გამოძიება დანაშაულში მონაწილეობას სხვადასხვა მუხლით ედავება.

დაკავებული სამი პირიდან ერთ-ერთი სამართალდამცავია, მისი უფლებადამცველის თქმით, ის წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

რაც შეეხება დაკავებულ მამა-შვილს, მათ გამოძიება განზრახ მკვლელობას და ნივთ-მტკიცების განადგურებას ედავება.

30 ივნისს ზესტაფონში თამარ მეფის ქუჩაზე ახალგაზრდა მამამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

სისხლიანი გარჩევა ზესტაფონში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი

ზესტაფონში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
Print