ახალი ამბები
ქუთაისში 4 700-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული
FaceBook
ქუთაისში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 4 700-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.
დღეს ისინი  ქართულ ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის თქმით, გამოცდებზე 30-მდე აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტრუდა.

ქუთაისში, სულ სამი საგამოცდო (N1, N23 და N41 სკოლებში) ცენტრია, სადაც ამ დროისთვის გამოცდები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

წელს ქვეყნის მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრია მოწყობილი. გამოცდებს ჯამში 83 600 პირი აბარებს, მათ შორის 39 ათასამდე აბიტურიენტია.

აბიტურიენტებისთვის სავალდებულოა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე პირბადის ტარება.

კონდიციონერები ჩაირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში.

აბიტურიენტებისთვის მოეწყობა სპეციალურ სივრცეები იმ პირებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა.

2021 წელს საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის გამოსაცდელები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას კოვიდ-19 დაუდასტურდებათ. მათ შეეძლებათ გამოცდა ორი კვირის შემდეგ ჩააბარონ.
Print