ახალი ამბები
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
FaceBook
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
აბიტურიენტებმა  რეგისტრაცია 08:00 საათზე გაიარეს.

''პირბადეებით და დისტანციით შევიდნენ აბიტურიენტები, მოლოდინი დიდი მაქვს.  ვნახოთ რა იქნება, წელს გულშემატკივრებიც ნაკლებია, გასულ წელს საგამოცდო ცენტრებთან უამრავი ხალხი იყო, ახლა ძალიან ცოტაა ვირუსის გამო", -  განმარტავს აბიტურიენტის მშობელი თამარ გიორხელიძე.



ქუთაისში, სულ სამი საგამოცდო (N1, N23 და N41 სკოლებში) ცენტრია, სადაც ამ დროისთვის გამოცდები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

წელს ქვეყნის მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრია მოწყობილი. გამოცდებს ჯამში 83 600 პირი აბარებს, მათ შორის 39 ათასამდე აბიტურიენტია.

აბიტურიენტებისთვის სავალდებულოა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე პირბადის ტარება.

კონდიციონერები ჩაირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში.

აბიტურიენტებისთვის მოეწყობა სპეციალურ სივრცეები იმ პირებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა.

2021 წელს საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის გამოსაცდელები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას კოვიდ-19 დაუდასტურდებათ. მათ შეეძლებათ გამოცდა ორი კვირის შემდეგ ჩააბარონ.
Print