ახალი ამბები
FlyArystan-ი შიმქენთი​-ქუთაისი-შიმქენთის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას
FaceBook
14 ივლისიდან FlyArystan-ი შიმქენთი​-ქუთაისი-შიმქენთის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას იწყებს.
ფრენები კვირაში 2 - ჯერ  შესრულდება, რომელსაც FlyArystan-ი Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს.

ბილეთის ღირებულება (ერთი გზა) 29,999 ტენგეა. FlyArystan-ი დღეისათვის ქუთაისის მიმართულებით ფრენებს უკვე ასრულებს ​ატირაუდან, აქტაუდან და ნურსულთანიდან.

FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა და AIR ASTANA-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

ოპერირებას ავიაკომპანია ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ახდენს.

შეგახსენებთ, 1-ლი მარტიდან საჰაერო გზით ყაზახეთიდან საქართველოში შემოსვლის პროცედურები გამარტივდა. ყა

ზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ყაზახეთში შესასვლელად უნდა ჰქონდეთ PCR ნეგატიური ტესტი, მათ შორის ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც.

ქუთაისის აეროპორტში ამჟამად ფრენებს WizzAir და FlyArystan ასრულებენ.

18 აპრილიდან WizzAir-მა ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლება დაიწყო.

თავდაპირველად რეისები კვირაში ერთი სიხშირით სრულდებოდა, თუმცა ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ავიაკომპანიამ უკვე გაზარდა სიხშირე ვარშავის მიმართულებით და 13 მაისიდან ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქში და პირიქით, მოხვედრა უკვე კვირაში ორჯერ არის შესაძლებელი.
Print