ახალი ამბები
ფესტივალს “თეატრალური იმერეთი 2021“ სპექტაკლი „ნოსტრადამუსი“ დახურავს
FaceBook
ფესტივალის „თეატრალური იმერეთი 2021“ დასრულებამდე დარჩა სამი დღე და სამი სპექტაკლი.

სამტრედიის სახელმწიფო თეატრი „ყველაფრისთვის გადახდილია“,  ვანის სახალხო თეატრი „გოდის მოლოდინში“. 

ფესტივალს დახურავს ჭიათურის სახელმწიფო პროფესიული თეატრი სპექტაკლით „ნოსტრადამუსი“. 

ფესტივალზე საკონკურსო თუ არასაკონკურსო სპექტაკლების ჩათვლით 14 სპექტაკლი უნდა წარმოადგინონ. 

სპექტაკლებს ექვსკაციანი ჟიური შეაფასებს თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილის თავმჯდომარეობით. პრიზები გაიცემა 12 ძირითად ნომინაციაში.

სპექტაკლების ჩვენება 18 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

ფესტივალი "თეატრალური იმერეთი 2021" 17 ივნისს გაიხსნა.

მასში მონაწილეობას იმერეთის სახალხო და პროფესიული თეატრები იღებენ. ასევე მოწვეული დასები.

ფესტივალზე ჩამოსვლას გეგმავდა ლიეტუვასა და პოლონეთის თეატრები, თუმცა კოვიდრეგულაციების გამო ეს ვერ მოხერხდა. 

Print