ახალი ამბები
იუნესკოს ექსპრეტებმა გელათში მუშაობა დაასრულეს - რას ამბობენ სპეციალისტები
FaceBook
იუნესკოს ექსპრეტებმა გელათის სამონასტრო კომპლექსში მუშაობა დაასრულეს. მათი შეფასებით, გელათის ტაძარში  მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახარბილეო.
"გელათის ტაძარში მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახარბიელო", - ამბობენ ისინი. 

ექსპერტებმა ქართველ სპეციალისტებთან ერთად ერთი კვირა იმუშავეს. მათ შეისწავლეს, როგორც ტაძრის შიდა, ასევე სახურავზე არსებული მდგომარეობა. მათი ინფორმაციით, ტაძარში ინფილტრაცია გრძელდება. ასევე, რთული მდგომარეობაა ფრესკებთან მიმართებით.

როგორც მათ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადეს იტალიაში დაბრუნების შემდეგ დადებენ დიაგნოზს და რეკომენდაციებს. აღნიშნულ რეკომენდაციების მიხედვით მოხდება შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა.

გელათის მონასტერში არსებული ვითარების შესწავლა უცხოელ ექსპერტთა ჯგუფმა 23 ივნისიდან  დაიწყო. იუნესკოს წარმომადგენლებმა უნდა დაადგინონ როგორც ფრესკების დაზიანების ხარისხი, ასევე, სახურავის მოწყობის დროს დაშვებული ხარვეზები.

მანამდე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მომხდარში პასუხისმგებლობას წინა ხელისუფლებას აკისრებს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გელათის მთავარ ტაძარში არსებული პრობლემები 2008 წლის პროექტით გადახურვის დროს დაშვებული შეცდომების შედეგია.

რა დარღვევებს გამოავლენენ იუნესკოს ექსპერტები გელათში, ამის შესახებ ცნობილი  მისიის დასრულების შემდეგ გახდება.

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები გასულ წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა. მონასტერი ისევ დროებითი გადახურვის იმედადაა დარჩენილი.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა. მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
"გელათის ტაძარში მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახარბიელო"-აღნიშნული ინფორმაცია იუნესკოს ექსპერტებმა გააჟღერეს. მათ დღეს ტაძარში მუშაობა დაასრულეს. ექსპერტებმა ქართველ სპეციალისტებთან ერთად ერთი კვირა იმუშავეს. მათ შეისწავლეს, როგორც ტაძრის შიდა, ასევე სახურავზე არსებული მდგომარეობა. მათი ინფორმაციით, ტაძარში ინფილტრაცია გრძელდება, , ასევე რთული მდგომარეობაა ფრესკებთან მიმართებით. როგორც მათ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადეს იტალიაში დაბრუნების შემდეგ დადებენ დიაგნოზს და რეკომენდაციებს. აღნიშნულ რეკომენდაციების მიხედვით მოხდება შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა.
Print