ახალი ამბები
ქუთაისის მერმა ჩიხში მიმდინარე გზის სამუშაოები დაათვალიერა
FaceBook
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ქალაქში, სადაც ორი მთავარი ქუჩა გასული წლიდან გადათხრილია, ჩიხში მიმდინარე გზის სამუშაოები დაათვალიერა.

მერი კონსტანტინე გამსახურდიას მე-14 ჩიხში იმყოფებოდა, სადაც ბეტონის საფარი იგება და  ფეხით სავალი ნაწილი კეთდება. სამუშაოებისთვის 168 000 ლარია გამოყოფილი

"ვაგრძელებთ ქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაო პროცესების გაცნობას. გამსახურდიას მე-14 ჩიხში გზის კაპიტალური საფარი კეთდება. უნდა აღინიშნოს, რომ ქუჩის ამ მონაკვეთზე გზა არასდროს გაკეთებულა. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება და მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების საშუალება ექნება",
- განაცხადა მერმა.
ქუთაისში,  წერეთლის ქუჩა და აღმაშენებლის გამზირი ერთი წელია გადათხრილია. სამუშაოები, რომელიც შვიდ თვეში უნდა დასრულებულიყო, მხოლოდ ნაწილობრივ არის შესრულებული. წერეთლის ქუჩის 2,8 კილომეტრიან მონაკვეთზე პროცესი გზის მხოლოდ ერთ მხარეს მიმდინარეობს. საპირისპირო ნაწილზე კი სამუშაოები არც დაწყებულა. ერთი წელია გადათხრილი და გადაკეტილია წერეთლის ქუჩაც. ორივე ქუჩაზე სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს, რასაც ჯამში 14 მილიონ ლარზე მეტი უნდა მოხმარდეს.

რატომ ჭიანურდება პროცესი და როდის დასრულდება ქალაქის ცენტრალური ქუჩების რეკონსტრუქცია, ამაზე ქუთაისის მერს განმარტებაც კი  არ გაუკეთებია.
Print