ახალი ამბები
ქუთაისში ნასვამი მოქალაქეების ჩხუბის შემდეგ შსს-მ საქმე აღძრა
FaceBook
ქუთაისში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ქალებმა იჩხუბეს.  ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

შემთხვევა წუხელ, 25 ივნისს ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ქალები დაუპირისპირდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა, რის შემდეგაც რამდენიმე ადამიანმა დაზიანება მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება  ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
Print