ახალი ამბები
საქართველოში სრულად 92790 ადამიანია ვაქცინირებული
FaceBook
26 ივნისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 251529 აცრა.

სრულად ვაქცინირებულია 92790 ადამიანი.

დღიურად აცრილია - 2984.

საქართველოში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, "ფაიზერით" კი 30 მარტიდან.

3 აპრილს ქვეყანამ "სინოფარმის" ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, "სინოვაკით" იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.

ივლისის დასაწყისში ქვეყანა ვაქცინის დამატებით დოზებს ელოდება.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.
Print