ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 754 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 754 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 438 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 362 937 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 348 705, გარდაიცვალა 5255 პაციენტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.10 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.47%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.33%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 754 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 435 შემთხვევა, აჭარა - 35, იმერეთი - 76, ქვემო ქართლი - 54, შიდა ქართლი - 22, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 35, კახეთი - 69, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

საქართველოში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, "ფაიზერით" კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ "სინოფარმის" ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, "სინოვაკით" იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.

ივლისის დასაწყისში ქვეყანა ვაქცინის დამატებით დოზებს ელოდება.
Print