ახალი ამბები
ქუთაისში 65 წლის კაცმა შვიდი წლის გოგონას გაუპატიურება სცადა
FaceBook
ქუთაისში მოზარდის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე 65 წლის მამაკაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა შვიდი წლის გოგონას გაუპატიურება სცადა. მომხდარის შესახებ არასრულწლოვანმა ოჯახს მოუყვა, რის შემდეგაც სამართალდამცველები გამოიძახეს.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

მომხდარის დეტალებზე ოჯახს და ადგილობრივებს საუბარი არ სურთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 138 მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 65 წლის მამაკაცს ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Print