ახალი ამბები
"კაპეზეზე" სისხლისგან იცლება ჩემი ძმა" - სად ყავთ ცივი იარაღის ტარებისათვის ბრალდებული შოთა ქემოკლიძე
FaceBook
ქუთაისში ცივი იარაღის ტარებისათვის ბრალდებული შოთა ქემოკლიძე, როგორ ამ წუთებში მისი ძმა, ლევან ქემოკლიძე აცხადებს, დროებითი მოთავსების ოზოლატორთან ჰყავთ.
ლევან ქემოკლიძის თქმით, მისმა ძმამ გონება დაკარგა.
"მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს კლინიკურ საავადმყოფოში. კლინიკურმა უარი თქვა გამოკვლევებზე და წაიყვანეს კაპეზეზე. ახლა კაპეზე არ ღებულობს და ყავთ ქუჩაში. დაატარებენ წინ და უკან. სისხლისგან იცლება ადამიანი. შსს-ს განცხადებით ვითომ და ბრიტვა გადაყლაპა, მათი თქმით ისინი შესაბამის რეაგირებას ახდენენ,"  - აცხადებს ლევან ქემოკლიძე.

დაშავებულის ძმა ყვება, რომ შოთა ქემოკლიძე ცივი იარაღის ტარების ბრალდებით დააკავეს, რასაც თავად ბრალდებული არ აღიარებს. დაშავებულის ახლობლის ინფორმაციით, შოთა ქემოკლიძესთან კონტაქტი არ აქვს და დამატებით ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა აცხადებს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მასზე გარკვეული სახის ზეწოლა ხორციელდებოდა.

"ნარკოშემოწმების მიზნით დააკავეს ჩემი ძმა. შემოწმების შემდეგ არ აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება. აღმოაჩნდა, რომ მას ჯიბეში ქონდა საკანცელარიო დანა. ამ ფაქტზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა ოქმის შედგენა, რომლის საფუძველზეც წაეყენა ბრალი და დააკავეს. მოვითხოვეთ პროკურორთან შეხვედრა, რომ ეს ბრალდება იყო აბსურდული. ადვოკატი რომ მივიდა სანახავად, იყო უმძიმეს მდგომარეობაში, დასერილი გადაიყვანეს კლინიკურ საავადმყოფოში," - აცხადებს ლევან ქემოკლიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ შოთა ქემოკლიძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე ცივი იარაღის ტარებისთვის 238-ე პრიმა მუხლით დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, შოთა ქემოკლიძემ მიიყენა თვითდაზიანება, კერძოდ, ხელის არეში მსუბუქი დაზიანება ნაკაწრის სახით. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ქემოკლიძემ იზოლატორში განაცხადა, რომ მას პირის ღრუში ჰქონდა დამალული ე.წ. "ბრიტვის" ნატეხი, რაც მან გადაყლაპა. ამის შემდეგ, სამინისტროს ინფორმაციით, მოხდა ქემოკლიძის საავადმყოფოში გადაყვანა.
შოთა ქემოკლიძის ადვოკატის ლედი ტუკვაძის ინფორმაციით, ბრალდებულმა გამოკვლევაზე  უარი განაცხადა.
"სამედიცინო დაწესებულებამ ჩათვალა, რომ რადგანაც უარს ამბობს გამოკვლევაზე, ისევ დროებით დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს"- განაცხადა ლედი ტუკვაძემ. 


Print