ახალი ამბები
ქუთაისში მაღაზია დააყაჩაღეს
FaceBook
ქუთაისში აღმაშენებელი-ნინოშვილის კვეთაზე  მდებარე მაღაზია "კაი მარკეტი" დააყაჩაღეს.
ადგილობრივების ცნობით, ყაჩაღობა კომენდნატის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მოხდა. მაღაზიაში უცნობი პირები დანით შევიდნენ და მუქარით თანამშრომლებს 1 000 ლარი წაართვეს.

ადგილზე იმყოფებიდნენ სამართალდამცველები, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
Print