ახალი ამბები
ქუთაისის მერი - სარვამარტოდ პრემიებს მამაკაცებიც იღებდნენ
FaceBook
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განცხადებით, სარვამარტოდ პრემიების გაცების ადრე არსებული ტრადიცია შეიცვლება.
მურღულიას თქმით, სარვამარტო პრემიებს ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული ქალბატონების გარდა, მამაკაცებიც იღებდნენ.
"ახლა ასე არ მოხდება. ჯერ შეჯამება მოხდება თუ რა თანხა არის საჭირო. მხოლოდ მერიაში დავარიგოთ სარვამარტო პრემიები, სხვებმა რა დააშავეს, რომლებიც მერიის დაქვემდებარებულ უწყებაში მუშაობენ. ამიტომაც ჯერ გადაწყვტილი არ არის გაიცემა თუ არა პრემიები", - განმარტა "ქუთაისიპოსტან" საუბარში შოთა მურღულიამ.
2014 წელს სარვამარტოდ ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ 607 ქალბატონზე 57 750 ლარის პრემია გაიცა. 
თეკლე მორგოშია
Print