ახალი ამბები
რეგულირების სააგენტომ ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტი ამოიღო
FaceBook
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ წამლის ერთ-ერთ საწარმოს 7 დასახელების 99 239 ერთეული ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტი ჩამოართვა.
უწყების განმარტებით, საწარმო  ვადაგასულ წამლებს ყიდდა.

საწარმომ ფარმაცევტული პროდუქტის ნაწილზე ვერ წარმოადგინა აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ხარისხის სერტიფიკატი.დაწესებულება პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას წესის დარღვევით ახდენდა.

წარმოებას წესის დარღვევით არსებული ფარმაცევტული პროდუქტი ჩამოერთვა.

შესაბამისი ოქმი, ჩამორთმეული ფარმაცევტული პროდუქტის კონფისკაციის მოთხოვნით, გადაეგზავნა სასამართლოს.
Print