ახალი ამბები
"ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად კახა ჩხეტიანი დაინიშნა
FaceBook
ქუთაისურ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ისევ კახა ჩხეტიანი გაწვრთვნის.
კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. განცხადებაში წერია, რომ ჩხეტიანმა კლუბთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

კახა ჩხეტიანი ქუთაისურ კლუბში 2017 წლიდან მუშაობდა. ფინანსური კრიზისის დროს იგი "დინამოში" გადავიდა, შემდეგ კი ისევ "ტორპედოში" დაბრუნდა.

ცვლილებებია ინვესტორთან დაკავშირებითაც, თუმცა, ამაზე კლუბიც, ქუთაისის მერიაც და ეკონომიკის სამინისტროც დუმს. "ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით კი იტალიელმა ინვესტორებმა "ტორპედო" უკვე დატოვეს და ახლა მოლაპარაკებები ახალ ინვესტორთან მიმდინარეობს.

იტალიელებმა "ტორპედოს" დაფინანსებაზე უარი ისე თქვეს, რომ ფეხბურთელებს ორი თვის ხელფასი არ გადაუხადეს. კლუბი ბოლო რამდენიმე წელია მძიმე ფინანსურ კრიზისშია.

დღეს "ტორპედო" მატჩს ბათუმის "დინამოსთან" გამართავს. მატჩისწინა ვარჯიში კახა ჩხეტიანმა უკვე ჩაატარა.
Print