ახალი ამბები
შსს ხონში მოქალაქის ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
FaceBook
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ხონში 1994 წელს დაბადებული თ.კ.  დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 ივნისს, ხონში, თ.კ. ალკოჰოლური თრობის პირობებში გადაადგილდებოდა და 23:00 სთ-ის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის წესებს არღვევდა.

''პოლიციის მიერ შეჩერებულმა თ.კ.-მ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ, რის შემდეგაც ის დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. დაკავების დროს დაზიანებები მიიღო როგორც ბრალდებულმა, ასევე, პოლიციის ერთმა თანამშრომელმა. დაშავებულები მოთავსებული არიან კლინიკაში'',- განმარტავენ შსს-ში.

ბრალდებას უარყოფ დაკავებულის თანმხლები პირი. მისი ინფორმაციით, მოქალაქეს პოლიციელისთვის წინააღმდეგეობა არ გაუწევია, მხოლოდ ჰკითხა, რატომ სცემდა, რასაც პოლიციელის გაღიზიანება მოყვა. მეორე პოლიციელი კი სხვებს ავტომატით აშინებდა, რომ არ დახმარებოდნენ.

სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

შემთხვევა წუხელ მოხდა.



Print
თეგები: #შსს #ცემა #ხონი