ახალი ამბები
ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა
FaceBook
დღეიდან, 22 ივნისიდან ქუჩაში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის.
შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

,,დღეიდან სავალდებულო აღარ იქნება ღია სივრცეში პირბადის ტარება, ცხადია პირბადის ტარების რეკომენდაცია რჩება ძალაში, ხოლო დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე პირბადის ტარება სავალდებულო რჩება. რაც შეეხება გადაადგილების შეზღუდვას 1-ლი ივლისიდან იხსნება. შეზღუდვა რჩება მხოლოდ რესტორნების მუშაობაზე- 24 საათამდე იმუშავებენ, ეს ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებსაც", - განაცხადეს საკორდინაციო საბჭოზე.

​ქუჩაში პირბადის ტარება სავალდებულო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო.

წესის დარღვევისთვის მოქალაქეს 20 ლარით აჯარიმებდნენ.
Print