ახალი ამბები
ხონში პოლიციელს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ
FaceBook
ხონში პოლიციელს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ.

მოქალაქის  ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ კომენდანტის საათის დროს მოხდა. მათი ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეს შენიშვნა მისცეს, რის შემდეგაც სცემეს.

ოჯახის ინფორმაციით, ხონის პოლიციის მაღალჩინოსანმა 27 წლის ბიჭს სასტიკად სცემა, მას ტვინის შერყევა და  მოტეხილობები აქვს. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

თანმხლები პირის ინფორმაციით, მოქალაქეს პოლიციელისთვის წინააღმდეგეობა არ გაუწევია, მხოლოდ ჰკითხა, რატომ სცემდა, რასაც პოლიციელის გაღიზიანება მოყვა. მეორე პოლიციელი კი სხვებს ავტომატით აშინებდა, რომ არ დახმარებოდნენ.

ნაცემი მოქალაქის ახლობლების ინფორმაციით, მას ბარალი პოლიციისთვის  წინააღმდეგობის გაწევის მუხლით წაუყენეს.


Print