ახალი ამბები
საკეისრო კვეთის შემდეგ 21 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
FaceBook
კლინიკა  "ბომონდში"  საკეისრო კვეთის შემდეგ
21 წლის  ქალის გარდაცვალების
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
უწყებაში განმარტავენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

21 წლის ფეხმძიმე კლინიკა  "ბომონდში''  20 ივნისს გარდაიცვალა. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს.

კლინიკა  "ბომონდში''განმარტავენ, რომ პაციენტი, კლინიკაში მეუღლემ შეიყვანა და მას თავიდანვე მძიმე მდგომარეობა ჰქონდა.

''გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალური ქსელის სხვადასხვა გვერდის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ "კლინიკა ბომონდში" შემოყვანილი 21 წლის გოგონა "მშობიარობას გადაყვა". სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.პაციენტი კლინიკაში მიმდინარე წლის 20 ივნისს, მეუღლის მიერ, მოყვანილ იქნა მძიმე მდგომარეობაში. მას ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა.

ახალშობილი გადაყვანილია კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ყველა ჩატარებული სამედიცინო ღონისძიების მიუხედავად, თანმხლები დაავადების გამო, მელოგინის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება."კლინიკა ბომონდი" თანამშრომლობს გამოძიებასთან. კლინიკა მოუწოდებს საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს, დაელოდონ გამოძიების დასრულებას და საქმეზე ობიექტური გარემოებების დადგენას", - - აცხადებენ "კლინიკა ბომონდში".

არსებული ინფორმაციით გარდაცვლილი გოგონა სამტრედიაში ცხოვრობდა, მისი ორსულობა რისკებთან იყო დაკავშირებული.

ოჯახს ამ დროისთვის მომხდარ ფაქტზე საუბარი არ სურს.


Print