ახალი ამბები
მდინარე რიონში თეთრ ქვებს გაანათებენ
FaceBook
ქუთაისში, 2016 წელს, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, მდინარე რიონში არსებულ თეთრ ქვებს გაანათებენ.

"ქალაქის ერთ-ერთ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ითვლება მდინარე რიონში არსებული თეთრი ქვები, რომლებიც ტურისტული სეზონის განმავლობაში წყლის დაბალი დონის გამო თითქმის სრულად ჩანს მიმდებარე ტერიტორიიდან. მათი განათება კი თანამედროვე ტექნოლოგიებით კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მათ ღამის საათებში" - აღნიშნულია ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში.

ღონისძიების განხორციელებისათვის, რომელიც თეთრი და რუსთაველის ხიდების განათებასაც ითვალისწინებს, ბიუჯეტის პროექტში 60 ათასი ლარია განსაზღვრული.


ამავე თემაზე:

ქუთაისში თეთრი და რუსთაველის ხიდები განათდება
Print