ახალი ამბები
თეატრალურ ფესტივალზე თავისუფალი თეატრის სპექტაკლს აჩვენებენ
FaceBook
თეატრალური ფესტივალი "თეატრალური იმერეთი 2021"  მუშაობას 23 ივნისს გააგრძელებს.

მანამდე 22 ივნისს სცენა ფესტივალის სტუმარს თავისუფალ თეატრს დაეთმობა.  წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი "სამი ჰალსტუჰიანი და ანგელოზი".

ფესტივალის ბოლომდე მესხიშვილის სცენაზე კიდევ 9 სპექტაკლს წარმოადგენენ.

ფესტივალზე ჩამოსვლას გეგმავდა ლიეტუვასა და პოლონეთის თეატრები, თუმცა კოვიდრეგულაციების გამო მათ ვერ მოახერხეს ჩამოსვლა.

ფესტივალი 1 ივლისს დასრულდება ჭიათურის თეატრის სპექტაკლით  "განკიცხულნი".

სპექტაკლებს ექვსკაციანი ჟიური შეაფასებს თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილის თავმჯდომარეობით. პრიზები გაიცემა 12 ძირითად ნომინაციაში.

სპექტაკლების ჩვენება 18 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

Print