ახალი ამბები
თეატრალურ ფესტივალზე ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლს აჩვენებენ
FaceBook
ქუთაისში თეატრალური იმერეთი 2021 -ის ფარგლებში დღეს, 19 ივნისს ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახალხო თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს.

ნაჩვენები იქნება რეზო კლდიაშვილის "იმერული რეკვიემი".

დასაწყისი 18 საათზე.

დასწრება თავისუფალია. 

ფესტივალი "თეატრალური იმერეთი 2021" 17 ივნისს გაიხსნა.

ფესტივალში მონაწილეობას იმერეთის სახალხო და პროფესიული თეატრები იღებენ. ასევე მოწვეული დასები.

ფესტივალზე 14 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. მასში იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის თეატრალური დასები მიირებენ მონაწილეობას.
ფესტივალი მე 13 წელია იმართება. იგი არ შეწყვეტილა არც პანდემიურ 2020 -ში. მესხიშვილის თეატრის ღია სივრცეში ე.წ. მწვანე თეატრში მოეწყო სპექტაკლების ჩვენებები.

ფესტივალი ამჯერადაც მესხიშვილის თეატრში გაიმართება 17 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით.

"თეატრალურ იმერეთს" მეხუთე წელია რაც საერთაშორისო ფესტივალის სტატუსი მიენიჭა. თუმცა წელს პანდემიის მიზეზით უცხოური დასები მონაწილეობას არ მიიღებენ.
Print