ახალი ამბები
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 79 222 ადამიანი
FaceBook
19 ივნისის მონაცემებით საქართველოში ჯამურად ჩატარდა 229 906 აცრა.

სრულად ვაქცინირებულია 79 222 ადამიანი.

დღიურად აცრილია - 4232

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო.

საქართველოში ამჟამად სინოფარმის მეორე და სინოვაკის პირველი დოზით მიმდინარეობს ვაქცინაცია. ასევე, ასტრაზენეკათი, ამ ვაქცინით აცრა 45+ ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ.

ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოვაკი" ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზებულ ვაქცინათა სიაში შეიყვანა.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge - ს ან დარეკეთ ნომერზე 1522.

Print